რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი გიზო უბილავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მის ადგილზე დასავლეთ საქართველოს ყოფილი პროკურორი ილია ჯალაღანია ინიშნება, გიზო უბილავა კი გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში გადაჰყავთ.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლებულია ფოთის პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე, რომლის პოსტიდან გაშვებაც მისი შვილის ქურდობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციებს უკავშირდება.

ორივე ინფორმაციის გადასამოწმებლად რადიო "ათინათი" გიზო უბილავას, ასევე პროკურატურის პრესსამსახურის უფროს ნათია სუხიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა არც ერთი მათგანი ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.
Print