რეგიონი
რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე „ყვითელი სეზონი“ დაიწყო


გაზაფხულის დასაწყისში აფხაზეთიდან რუსეთში ძირითადად მიმოზა გააქვთ.

 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, „ოქროს“ თაიგულები, არა მარტო კომერციული პარტიების სახით, არამედ პირადი მიზნებისთვისაც მიაქვთ.

მათივე ცნობით, ადლერის გამშვები პუნქტის მებაჟეები დღე-ღამის განმავლობაში 12 900 კგ-მდე „სურნელოვან“ ტვირთს აგზავნიან. გასული კვირის განმავლობაში 125 ტონაზე მეტი ყვავილი გაფორმდა.

Print