იუსტიციის მინისტრმა სამეგრელოს განახლებული რეგიონული არქივი გახსნა (ვიდეო)
17:57 / 07.03.2016
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის
არქივის ახალი
შენობა გახსნა.
ზუგდიდის არქივის ყოფილ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, იმავდროულად,
მის გვერდით აშენდა 4-სართულიანი შენობა, სადაც საარქივო დოკუმენტების
საცავები განთავსდა.
საცავები, რომლის მთლიანი ფართი 1112 კვ. მეტრია, თანამედროვე
სტანდარტებით მოეწყო, დღეიდან არქივის ახალ შენობაში სამეგრელოს
რეგიონის რაიონების - ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, სენაკის,
ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის არქივების დოკუმენტები, სულ 371 218
საქმე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.
მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა შპს ,,აგრომშენსერვისმა“
განახორციელა.
სამშენებლო სამუშაოებზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა სოზარ სუბართან და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად იუსტიციის სახლში
გადაინაცვლა, სადაც მე-9 სკოლის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მასალების ფოტო-გამოფენა
დაათველიერა.
მასალის გამოყენების პირობები