გრიოგოლეთში ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროების პერსპექტივებზე იმსჯელეს (ვიდეო)
18:29 / 10.03.2016
ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების პრესპექტივებსა და
შესაძლებლობებზე დაბა გრიგოლეთში
რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. ის გარემოს დაცვისა და მდგრადი
განვითარების ასოციაციის „მწვანე მომავალი“ ორგანიზებით ჩატარდა. მისი
მიზანია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება და
ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების ჩაბმა დიალოგში მდგრადი
ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში.
შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტში ალტერნატიული ენერგიის განახლებადი
წყაროების გამოყენების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე
შემუშავებული სარეკომენდაციო დოკუმენტი განიხილეს. აღნიშნული
რეკომენდაციები ითვალისწინებენ ხობის ენრგოპოტენციალის შესწვლას და იმ
ბარიერების გამოვლენას, რომლებიც ხელს უშლის ენერგოეფექტური
ტექნოლოგიების დანერგვას.
ხობის რეგიონში ჩატარდა კვლევები, რომელთა თანახმად, მუნიციპალიტეტს
ალტერნატიული ენერგიის წყაროების, მზის, ქარის, ბიომასის, გეოთერმული
და ჰიდრო ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია, თუმცა, სპეცილისტების
აზრით, ამისთვის საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო. ენერგეტიკის
საკითხებში ანალიტიკოსის გიორგი მუხიგულაშვილის განმარტებით, შეშის
რესურსისა და გეოთერმული წყლების არასწორად გამოყენება
მუნიციპალიტეტში ალტერნატიული ენერგიის დანერგვას აფერხებს.
კონფერენციას სამეგრელო - ზემო სვანეთის ადმინისტრაციის
წარმომადგენლები , რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს
თავმჯდომარეები, თბილისიდან მოწვეული სტუმრები, პროექტის დონორი
ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები