რეგიონი
აფხაზეთთან პირობით საზღვარზე გამშვები პუნქტების რაოდენობა შემცირდება
აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების რაოდენობა შემცირდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს. ერთ თვეში დაიხურება ორი პუნქტი - "თაგილონი" და "ლეკუმხარა". აფხაზური მედიის ცნობით 2012 წელს დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ საზღვარზე 6 გამშვები პუნქტი ამოქმედდა.
ე.წ. პრემიერ მინისტრის არტურ მიქვაბიას თქმით, გალის რაიონის ქვედა ზონისკენ მიმავალი გზის შეკეთების შემდეგ, მესაზღვრეების წინადადებით, მხოლოდ ორი პუნქტი იმოქმედებს : ერთი, რომელიც ენგურის საავტომობილო ხიდზეა განთავსებული. მეორე - გალის დაბალ ზონაში.
Print