ზუგდიდში ფარული თვალთვალის წინააღმდეგ აქცია გაიმართა (ვიდეო)
13:57 / 19.03.2016
მოძრაობამ „ეს შენ გეხება“ კამპანია განაახალა. დღეს ზუგდიდის
ცენტრალურ ბულვარში
მშვიდობიანი აქცია „ეს შენ გეხება - ისევ გვითვალთვალებენ, ისევ
ავრცელებენ“ გაიმართა.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, პიროვნული თავისუფლების დასაცავად
საკუთარი აზრი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა
და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და
მოქალაქეებმა დააფიქსირეს.
ზუგდიდის პარალელურად, აქციები თბილისში, გორში, ბათუმში, თელავსა და
ქუთაისში ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები