რეგიონი
პროექტი "ბედნიერების ტერიტორია" დასრულდა (ვიდეო)

პროექტის დახურვასთან დაკავშირებით ზუგდიდის „არტ-გალერეაში" ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. წარმოდგენილი 100-მდე ნამუშევარი ამავე პროექტში ჩართული მოზარდების მიერ იყო შესრულებული.

ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაციის „ქსენონი“ ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას განმარტებით, პროექტი სამი კომპონენტისგან შედგებოდა: სპორტი, ხელოვნება და ტრენინგები.

პროექტის მიზანი ახალგაზრდების ფსიქო-ემოციური პოტენციალის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების ქცევითი მოდელების ჩამოყალიბება იყო.


Print