რეგიონი
ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდ კომბინატში უეფას III კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა. აღნიშნულ ვიდეო მასალას, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, შპს "დაგი" ავრცელებს.

ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპის – 2017 წლის 30 სექტემბრამდე. პროექტის ღირებულება 9`747`000.00 ლარს შეადგენს.

ცენტრალური მოედანი 7 233 მაყურებელზეა გათვლილი, სათადარიგო კი 1 224 მაყურებელზე. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო - ხელოვნურით.

Print