რეგიონი
ზუგდიდში ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს

ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლში ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო

ცვლილებაზე საჯარო განხილვა გაიმართა. მას რეგიონის მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების კანონპროექტი შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის წევრებმა მანანა კობახიძემ, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, გიორგი გაჩეჩილაძემ, ზურაბ ტყემლაძემ და გოგი თოფაძემ წარუდგინეს.

თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებმა ქორწინების კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

კანონპროექტის მიზანია კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მკაფიო ფორმულირება. კერძოდ, ინიციატივის მიხედვით, ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.

კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლში ქორწინება ფორმულირებულია, როგორც მეუღლეების ნებაყოფლობითი კავშირი.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვები საქართველოს 12 ქალაქში გაიმართება.

 

 

 

 

Print