რეგიონი
მე-15 საბავშვო ბაღში ენერგოეფექტური გათბობის სისტემა დამონტაჟდა (ვიდეო)

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მე-15 საბავშვო ბაღში ბიომასაზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟდა.

სკოლამდელ დაწესებულებაში პროექტის „ ბიომასაზე მომუშავე თანამედროვე გათბობის სისტემა“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებზე მომუშავე გათბობის სისტემის ეფექტიანობაზე ისაუბრეს.

ჩატარებული სამუშაოები თანამედროვე გათბობის სისტემის მონტაჟს და ხის მოძველებული ფანჯრების შეცვლას მოიცავდა.

პროექტი დაფინანსებულია „PB საქართველოს“,მისი პარტნიორების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით.


Print