რეგიონი
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები დე ფაქტო აფხაზეთში
დე ფაქტო აფხაზეთში, გარდა გალის რაიონისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები უკვე შედგა აგუბედიისა და ჩხორთოლის საარჩევნო ოლქებში. აფხაზური მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები სულ 160 ოლქშია გახსნილი და თითოეულ მათგანში დეპუტატობის სამი კანდიდატი იყრის კენჭს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები დე ფაქტო რესპუბლიკაში 2011 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. 2015 წლის თებერვლის ნაცვლად 2016 წლის აპრილში მათი გამართვა თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტის წინადადებით გადაწყდა. მიზეზად კონსტიტუციასა და შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დასახელდა.

Print