გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს სამეგრელოს რეგიონის
აბონენტების ნაწილს
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ადმინისტრაციის ცნობით, 11:00 საათიდან 18:00
საათამდე გამოირთვება სენაკის, ზუგდიდის, აბაშის, ხობისა და მარტვილის
სხვადასხვა ქვესადგურები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დროებით
15 600-ზე მეტ აბონენტი დარჩება.
ამავე ინფორმაციით, მოსახლეობას დენის მიწოდება სამუშაოების
დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები