რეგიონი
NDI: გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა
"ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო "რუმსში" მიმდინარეობს.

კითხვაზე როგორ შეაფასებდით საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობას, რესპონდენტთა 1 %-ის შეფასებით, ამ მხრივ მდოომარეობა "ძალიან კარგია", 2 %-აღნიშნა, რომ "კარგი", 29 %-ის აზრით "საშუალო", 40 % ფიქრობს, რომ "ცუდი", 26 %შეფასევბით,"ძალიან ცუდი", 2 % -ს კი შეკითხვაზე პასუხი არა აქვს.

აღნიშნული გამოკითხვა მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. შემთხვევითობის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

Print