რეგიონი
"რუხი მოლში" ხვალ "ლიბრე" გაიხსნება
ზუგდიდში, სოფელ რუხში, ხვალ "ნიკორა ტრეიდის" შვილობილი ბრენდი - ჰიპერმარკეტი "ლიბრე" საზეიმოდ გახსნება. მის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

"ეს არის ახალი სიტყვა რეგიონში, რომელიც თავის წვლილს შეიტანს მის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში", - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

ჰიპერმარკეტი ''ლიბრე" მომხმარებელს პირველადი მოხმარების პროდუქტებს ეკონომიურ ფასად სთავაზობს. ის სავაჭრო ცენტრი "რუხი მოლის" ტერიტორიაზე, 2000 კვ.მეტრზეა განთავსებული, ამ ეტაპისთვის 30-მდე ადამიანია დასაქმებული.

Print