რეგიონი
ეკვადორში მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა
ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 410 ადამიანს გადააჭარბა, 2,6 ათასზე მეტი - დაშავებულია. ქვეყნის პრეზიდენტის რაფაელ კორეას გნაცხადებით, ზარალის ანაზღაურებას მილიარდობით დოლარი დასჭირდება.

7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ეკვადორში შაბათს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები მანაბის პროვინციაში, ქ. პადერნალესში დაფისქირდა. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. "დოიჩე ველე"- ს ინფორმაციით, 1979 წლიდან ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა, რომელიც ქვეყანაში მოხდა.
Print