რეგიონი
"ქართულმა ოცნებამ” სოფელ კორცხელში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში "ქართული ოცნების"

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ამავე სოფლის მკვიდრი, ამირან ლაგვილავა დასახელდა. ადგილობრივებს ლაგვილავას კანდიდატურა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინეს. საკრებულოს შუალედური არჩევნები 22 მაისს გაიმართება.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 ნოემბერს კორცხელის მაჟორიტარ დეპუტატს "თავისუფალი დემოკრატებიდან" ცოტნე მურღულიას, ხმათა უმრავლესობით, უფლებამოსილება შუწყვიტა. ამჟამად, იგი ქალაქ ლონდონში სასწავლებლად იმყოფება.

 


 


 

Print