რეგიონი
კახა მიქაია: კორცხელში "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალია" (ვიდოე)
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან ლაგვილავა, დღემდე" ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ამის შესახებ მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ხელმძღვანელმა კახა მიქაიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

"ამირან ლაგვილავას მაჟორიტარად წარდგენა "ქართულ ოცნებას" მოთხოვა კუდის ყოფილმა უფროსმა რუსლან შამახიამ და დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თენგიზ გუნავამ, ეს მოთხოვნა მათ წაუყენეს ედიშერ თოლორაიას".

"ნაციონალურ მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში კი აცხადებენ, რომ ამირან ლაგვილავას პარტიის დატოვების შესახებ მათთვის ჯერ არ მიუმართავს და იგი ამ დრომდე წევრად ითვლება. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამირან ლაგვილავა 2012 წელს ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ლაგვილავა სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატად რამდენიმე დღის წინ წარადგინა
Print