რეგიონი
სოხუმსა და ფსკოვს სარკინიგზო რეისი დააკავშირებს
ზაფხულის პერიოდში, 27 მაისიდან, სოხუმი - ფსკოვის მიმართულებით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს. "აფხაზეთის რკინიგზის" უფროსის იგორ მარღანიას განცხადებით, "აფხაზეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ხდება რუსი ტურისტებისთვის, მათ შორის ფსკოველებისთვის". აფხაზური მედიის ინფორმაციით, ის სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მოძრავი სეზონური სამგზავრო მატარებლის შემადგენლობაში ივლის.

Print