მძღოლები „მეტრო+“-ს რეისების განხორციელებაში ხელს უშლიან (ვიდეო)
13:06 / 26.04.2016
კომპანია "მეტრო+"-ის ავტობუსმა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი
ხმაურის ფონზე განახორციელა.
დილის შვიდი საათიდან კომპანიის ოფისთან საქალაქთაშორისო ავტობუსებისა
და მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ და რეისების განახლება
გააპროტესტეს. მათი თქმით აღნიშნული კომპანია სტანდარტების დარღვევით
ფუნქციონირებს, რადგანაც ავტოსადგური გზისპირიდან სამ მეტრში
მდებარეობს.
აქცია ამ დრომდე გრძელდება და მონაწილეები მეტროს ავტობუსს გეგმიური
მარშუტის შესრულების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე
სამართალდამცავები იმყოფებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით სატრასპორტო კომპანია "მეტრო+"-ის
წარმომადგენელები კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები