გადაუღებელი წვიმის შედეგად სოფელ დოლში ადიდებულმა ღელემ
საცხოვრებელი სახლი
და ორი ხიდი დააზიანა.
მესტიის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოს და გამგეობის შესაბამისი სამსახურის
თანამშრომლები სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სპეცტექნიკის საშუალებით ღელის
გამტარუნარიანობისთვის საჭირო გადაუდებელი სამუშაოები
მიმდინარეობს.
"ღელე კალაპოტიდან გადმოვიდა, სახლის საყრდენ კედელს მიღწია და ოჯახს
საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ სწრაფად ვიმოქმედეთ და საფრთხე
თავიდან ავიცილეთ", - უთხრა რადიო
"ათინათს" კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
ზემო სვანეთში დღეს გამოიდარა, თუმცა სინოპტიკოსები მომდევნო
დღეებში კვლავ წვიმიან ამინდებს ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები