ზუგდიდში მოქმედმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და
მოქალაქეებმა ხურჩა-ნაბაკევის
ე.წ. საზღვართან მომხდარი მკვლელობა გააპროტესტეს. ისინი შემთხვევის
ადგილას შეიკრიბნენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი ზომების
მიღებისკენ მოუწოდეს.
"ის რაც მოხდა არის დიდი ტრაგედია. მსგავსი რამ საქართველოში არასოდეს
უნდა განმეორდეს", - აღნიშნა მოქალაქე ციცინო შენგელიამ.
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მკვლელობა გუშინ, 19
მაისს მოხდა. თვითმხილველების თქმით, გიგა ოთხოზორია დე ფაქტო
აფხაზეთის საბაჟოს თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე
ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გარდაცვლილს 6 ტყვია აქვს
მოხვედრილი.
მასალის გამოყენების პირობები