რეგიონი
გიგა ოთხოზორიას დღეს დაკრძალავენ
ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლულ გიგა ოთხოზორიას დღეს დაკრძალავენ. ცხედარი ვლაქერნის ხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში იქნება დასვენებული. დაკრძალვის ხარჯებს ზუგდიდის მერია დაფარავს.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 20 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

Print