"არა ოკუპაციას" - მშვიდობის მარში ზუგდიდში (ვიდეო)
13:28 / 26.05.2016
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მშვიდობის მარში სახელწოდებით -
"არა ოკუპაციას"გაიმართა. აქციაზე სიტყვით მოქალაქეები და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები გამოვიდნენ და ოკუპაცია დაგმეს.
საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი
ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. მან აფხაზებს აფხაზურ ენაზე
მიმართა და აღნიშნა, რომ გიგა ოთხოზორია დღეიდან ქართველი და
აფხაზი ხალხის ერთობლივი ტკივილი იქნება.
აქციის დასასრულს შეკრებილებმა მსვლელობით დადიანების ტაძრისკენ
გადაინაცვლეს და გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრეს.
ყველა ღონისძიება, რომელის ქალაქში დღის განმავლობაში ჩატარდება, 19
მაისს ხურჩა-ნაბაკევის პირობით საზღვართან მოკლულ გიგა ოთხოზორიას
ხსოვნას ეძღვნება.
მასალის გამოყენების პირობები