რეგიონი
ხვალ ზუგდიდში ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
ქალაქ ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა არტ-გალერიის მიმდებარე ტეროტორიაზე 11 საათზე ასფალტზე ხატვით დაიწყება.

13 საათზე კი ბავშვთა ნახატების გამოფენა გაიმართება. დღის ბოლოს მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული მუსიკალური ბენდი "ზუგდიდი" სკეიტ-პარკში 18 საათზე კონცერტს გამართავს.

პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1959 წელს აღნიშნეს და ამ დღესასწაულმა მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა.
Print