რეგიონი
ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დაინიშნა
ბათუმში 7 ივნისისთვის დაგეგმილ ჯგუფი" Maroon 5"-ის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი ჩქარი ელექტრომატარებელი დაინიშნა.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ 6, 7 და 8 ივნისს იმოძრავებს ელექტრომატრებლები ნომრით - 854/853 და 856/855.

მატარებლის მოძრაობის განრიგი კი ასეთია:

მატარებელი №854 თბილისიდან გადის 10:25 საათზე, ბათუმში ჩადის 15:40 საათზე;

მატარებელი №853 ბათუმიდან გამოდის 16:35 საათზე, თბილისში ჩამოდის 22.00 საათზე;

მატარებელი №856 თბილისიდან გადის 07:20 საათზე, ბათუმში ჩადის 12:35 საათზე;

მატარებელი №855 ბათუმიდან გამოდის 14:00 საათზე, თბილისში ჩამოდის 19:10 საათზე.
Print