რეგიონი
რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ახალი მოადგილე ჰყავს
დე ფაქტო აფხაზეთის  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ადგურ ლუშბა დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი.
მანამდე, აღნიშნულ პოსტს ასტამურ აპბა იკავებდა, რომელიც 4 მაისს გაათავისუფლეს.
ადგურ ლუშბა 1999 - 2002 წლებში დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი იყო.
მომდევნო წლებში, ამავე სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებს, ხოლო 2007 წლიდან სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
ის აფხაზეთის ომის მონაწილეა.

Print