რეგიონი
რუსთაველის ქუჩაზე მარკეტი "ნიკორა" დააყაჩაღეს
დღეს დაახლოებით 23:00 საათზე ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მარკეტ "ნიკორა"-ს ფილიალი დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით, ფაქტი მაღაზიის აღწერის, ფულის გადაბარების დროს მოხდა.მათთვის უცნობია წაღებული თანხის რაოდენობა.

რადიო "ათინათს" შსს-ში განუცხადეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით (ყაჩაღობა).

ამ დროისთვის მარკეტში სამართალდამცველები თანამშრომლებს ჰკითხავენ.
Print