რეგიონი
ქუმსიშვილი: ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები მოგვეპოვება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ დარიალის ხეობაში გზის აღდგენას, დაახლოებით, 2 კვირამდე დასჭირდება. მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებულია.

ცნობისთვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დევდორაკის მთის ძირში მდინარე თერგი ადიდდა და ერთი კილომეტრის მანძილზე გზა წაიღო.

Print