სპორტი
"ოლიმპიური დღე" ჩატარდა ჩხოროწყუში
ჩხოროწყუს გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული მასობრივი გარბენი გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრში გამარჯვებულ საუკეთესო ათეულს სიმბოლიკიანი მაისურები და დიპლომები გადასცეს საკრებულოს დეპუტატმა, რეგიონული ოლიმპიური კომიტეტის გამგეობის წევრმა კორნელი წურწუმიამ და მძლეოსნობის მწვრთნელმა ილია ხორავამ.

“ოლიმპიურ დღეს” მთელი მსოფლიო აღნიშნავს და იგი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებას უკავშირდება.
Print