რეგიონი
ამერიკელი ფსიქოლოგები "ათინათში" (ვიდეო)

ზუგდიდში, ასოციაცია "ათინათში" საერთაშორისო ორგანიზაცია "როტარის" ორგანიზებით, ტრენინგი თემაზე: "სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან ურთიერთობა" ჩატარდა. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა აღნიშნულ თემაზე მშობლობს, მასწავლებლებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს.

"მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი შედგა. მისი განხორციელება ჩვენ სამი წლის წინ დავიწყეთ, როდესაც საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობდით. მაშინ შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს დავხმარებოდით ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში. სწორედ, ამ მიზნიით შევკრიბე გუნდი ნებრასკაში და ჩამოვედით საქართველოში. ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრებით და პოზიტიური რეაქციებით, რომლებიც მივიღეთ მასწავლებლებისგან, მშობლებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან", -აღნიშნა "როტარის" შემოსავლების მმართველმა ტომას კორდველმა.

"როტერის" წარმომადგენლები "ათინათთან" თანამშრომლობას და სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავენ.


Print