რეგიონი
სოხუმში ქვის სკულპტურა yeSUKHUM გაიხსნება
დე ფაქტო აფხაზეთში სოხუმის 2500 - ე წლისთავთან დაკავშირებით კომპანია ქალაქის ცენტრში, სანაპიროზე, სკულტპურა yeSUKHUM დაიდგმება. მას კომპანია "ა-მობაილი" გახსნის.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, yeSUKHUM – ეს არის პირველი გადაწყვეტილება ქალაქ სოხუმის ბრენდინგის თვალსაზრისით, მსგავსი ქვის
სკულპტურები, რომლებიც ქალაქის სახელწოდების ასოებისგან შედგება, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს, თუმცა, გარდა იმისა, რომ „yeSUKHUM
გახდება ტურისტული ღირშესანიშნაობა, ის მსოფლიოს ამცნობს, თუ როგორ იწერება სწორად ჩვენი ქალაქის სახელწოდება ინგლისურ და რუსულ ენებზე".

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სკულპტურის გახსნის ცერემონია 8 ივლისს გაიმართება.

Print