"ათინათში" საზაფხულო სკოლის პირველი ეტაპი დასრულდა (ვიდეო)
14:05 / 08.07.2016
Democracy Outreach/Alumni Grants Program-ის ფარგლებში ამერიკის
საელჩოს
დაფინანსებით „ათინათში“ საზაფხულო სკოლის
პირველმა ნაკადმა დღეს დაასრულა მუშაობა.
10-დან 13 წლამდე, 26 ბავშვი 2 კვირის განმავლობაში ახალგაზრდა
ტრენერებთან ერთად განიხილავდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
ფინანსური განათლება, საბაზო ბიზნეს და სამეწარმეო უნარები, ადამიანის
უფლებები და მოვალეობები, აქტიური მოქალაქეობა, დემოკრატია და
მოხალისეობა.
საზაფხულო სკოლის მიზანია, ბავშვებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების
განვითარება და მათში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივება.
„ათინათში“ საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადი 11 ივლისს განაახლებს
მუშაობას და კიდევ 30-მდე მოზარდს გაუხალისებს ზაფხულის ცხელ
დღეებს.
მასალის გამოყენების პირობები