ზუგდიდში მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის შესახებ დისკუსია გაიმართა (ვიდეო)
13:19 / 22.07.2016
ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, ,,დისკუსიები მოსახლეობის
სათბობი
რესურსით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შესამუშავებლად”
რეგიონული შეხვედრა ქ. ზუგდიდის მერიის საკონფერენციო დარბაზში
გაიმართა.
შეხვედრის თემა იყო შეშის დეფიციტი საქართველოში – შეშის
ალტერნატივების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის წარდგენა, სახელმწიფო
პროგრამა მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის შესახებ და
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიების
მოვლა-პატრონობის და მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის
ტექნიკური რეგლამენტის წარდგენა.
საქართველოში სატყეო საკითხების აქტუალობიდან და მისი მნიშვნელობიდან
გამომდინარე, CENN, ბოლო ათწლეულებია აქტიურად მოღვაწეობს სატყეო
სფეროში და ამჟამად, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC)
ფინანსური მხარდჭერით ახორციელებს პროექტს: „ტყის მდგრადი მართვა
საქართველოში (ფაზა 2)“, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში სატყეო
რეფორმის წარმატებული განხორციელების ხელშეწყობა პოლიტიკური
ინსტრუმენტების შემუშავების ტყის მართვის პრაქტიკის მოდერნიზების,
ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების
გაძლიერებისა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული პოლიტიკური
დიალოგის გაძლიერების გზით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტრო, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო,
ადგილობრივი თვითმმართველობა, საერთაშორისო სააგენტოები, სამოქალაქო
საზოგადოება, არასამთავრობო და კერძო სექტორი.
მასალის გამოყენების პირობები