რეგიონი
ფონდი "ნატახტარის“ საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში (ვიდეო)

კომპანია "ნატახტარის" და ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" წარმომადგენლებმა ზუგდიდში საანგარიშო შეხვედრა გამართეს.

მათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს "ფონდი ნატახტარის" პროექტის "იზრუნე მომავალზე" სპეციფიკა გააცნეს.

გარდა ამისა, საზოგადოებას მზრუნველობამოკლებული მოზარდების განათლების და დასაქმების კუთხით გაწეული საქმიანობის ხუთწლიანი ანგარიში წარედგინა.

შეხვედრაზე ასოციაცია " ჩვენი სახლი- საქართველოს" წარმომადგენელმი მანანა ომარაშვილი და კომპანია "ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციის მენეჯერი ნინო სურმავა იმყოფებოდნენ. მათ დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.

კომპანია "ნატახტარმა" ფონდი 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა და საქველმოქმედო პროექტის "იზრუნე მომავალზე" განხორციელება დაიწყო.

ყოველ წელს, 3 თვის განმავლობაში, "ნატახტარის ლიმონათის" თითეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში შეფუთვის შესაბამისად, 1,3 და 5 თეთრი ირიცხება. 5 წლის განმავლობაში ფონდში 587 857 ლარი შეგროვდა და 200-ზე მეტ მოზარდს, განათლებისა და დასაქმების კუთხით, სხვადასხვა ტიპის მომსახურება გაეწია.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" მხარდაჭერით, საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა -კურთხევით ხორციელდება.

საინფორმაციო შეხვედრები 26 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიმართება.



Print