რეგიონი
რუსეთის საზღვაო ფლოტი ოჩამჩირის პორტს არ გამოიყენებს
რუსეთის შავი ზღის ფლოტი არ გეგმავს ხომალდების ბაზირებისთვის აფხაზეთის პორტებისგამოყენებას, ამის შესახებ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადმირალმა იგორ კასატონოვმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ინტერესებში, ოჩამჩირის პორტის შესაძლო გამოყენების თაობაზე, მან ასე უპასუხა: „ჯერჯერობით, ამის აუცილებლობა არ არსებობს. იქ მესაზღვრეები დგანან და ეს სავსებით საკმარისია“.




Print