რეგიონი
დღეს ზუგდიდს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
5 აგვისტოს ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ნაწილს, ტექნიკური სამუშაოების გამო, 06:00 საათიდან 07:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, გამოირთვება ქვესადგური "ზუგდიდი-2", რის გამოც, დროის აღნიშნულ პერიოდში, ელექტროენერგიის მიწოდება 7 743 აბონენტს შეუწყდება. მათივე ინფორმაციით, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
Print