რეგიონი
30 წლის შემდეგ სოფელ ჭაქვინჯში გზას პირველად დააგებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის გზის საფარის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს საფუძველი გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაუყარა.

ჭაქვინჯში რკინა-ბეტონის საფარის მქონე 10 კილომეტრის სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა დაიგება. ბეტონის სისქე კი 16 სანტიმეტრი იქნება. გზის სამშენებლო სამუშაოები 7 თვეში დასრულდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება.

,, ჩვენთვის ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. ჭაქვინჯის, ყულიშკარისა და ნარაზენის მოსახლეობას, ამ გზის მშენებლობით უმთავრეს პრობლემას მოვუხსნით", - განაცხადა მან.

სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შ.პ.ს ,,პრაიმ ბეტონი"" აწარმოებს. მშენებლობაზე ადგილობრივები დასაქმდებიან.

Print