რეგიონი
მარტვილის კანიონი ყველაზე პოპულარულ ბუნების ძეგლად დასახელდა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში მარტვილის კანიონს 11 ათასი ვიზიტორი ეწვია. მარტვილის, იგივე გოჭკადილის კანიონის განსავითარებლად დაცული ტერიტორიების სააგენტომ 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე ბილიკები, ნავმისადგომები და ავტოსადგომები მოეწყო. ასევე, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და დამონტაჟდა სპეციალური განათებები.

განახლებული კანიონი ტურისტებისთვის წელს 15 ივლისიდან გაიხსნა.
Print