დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის კონტრაქცია "ენმ"-ის წინააღმდეგ (ვიდეო)
16:58 / 26.09.2016
ზუგდიდში გამართული "ნაციონალური მოძრაობის" შეკრება "დევნილთა
სამოქალაქო მოძრაობის" სახელით
თეა ქარდავამ გააპროტესტა და იძულებით გადადგილებულ პირებს 8
ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა. მან კონტრაქცია
რაფიელ ერისთავის ძეგლთან გამართა, სადაც ქარდავასა და „ენმ-ს“
მხადრამჭერებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.
„დღეს სიტყვის თავისუფლება მაინც არის, დღეს დევნილებს საცხოვრებელს
მაინც აძლევენ, მაშინ წიხლებით ერეკებოდნენ ფოცხოსკენ“,- აღნიშნა
მან.
აქციის მონაწილეები ტელეკომპანია "რუსთავი -2"-ის სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონული ბიუროს ჟურნალისტ ემა გოგოხიასაც
დაუპირისპირდენენ.
ქარდავას თქმით, დევნილთა მოძრაობა თბილისში "ნაციონალური მოძრაობის"
წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა და მასში 100-მდე დევნილია
გაერთიანებული.
მასალის გამოყენების პირობები