რეგიონი
ზუგდიდში ყინულის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო
დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ ზუგდიდის ყინულის სასახლის სახურავსა და შიდა ინფრასტრუქტურას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ქალაქის მერიის ცნობით, პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ის ოქტომბრის თვეში დასრულდება. აღდგენით სამუშაოებს კომპანია ,,იუნაიტედ მასტერს"-ი ახორცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 127,97 ლარი გამოიყო.

ცნობისთვის, ყინულის სასახლე გასული წლის ზამთარში დიდთოვლობის დროს დაზიანდა.

Print