მერია კულტურის სახლის გვერდით არსებულ მიწის ნაკვეთს ყიდის (ვიდეო)
16:05 / 17.10.2016
ქალაქ ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ
357 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაიტანს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
აუქციონი უპირობოა და მისი საწყისი ღირებულება 20 ათას
ლარს შეადგენს.
"ეს ტერიტორია კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და
წლებია ნაგავსაყრელად არის ქცეული. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი
შეძენა და იქ საქართველოს კანონმდბელობით დაშვებული ნებისმიერი
საქმიანობის წამოწყება", - აღნიშნა საკრებულოს ეკონომიკის და ქონების
მართვის კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკრებულოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.
მასალის გამოყენების პირობები