რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიას IDFI-ის ჯილდო გადაეცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ჯილდო გადაეცა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის გაცემის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. IDFI-იმ გუბერნატორის ადმინისტრაციას 2016 წელს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით 19- ჯერ მიმართა და ყველა შემთხევაში სრულყოფილი პასუხი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით მიიღო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოში.
Print