რეგიონი
ზუგდიდში თხილის საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა (ვიდეო)
ზუგდიდში, გორის ქუჩაზე, თხილის საწარმო „ჯიენ კომპანი“ ამოქმედდა.  ადგილზე პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გაეცნენ.  

საწარმოში 23 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 396 ტ. მოხალული თხილის გულის, მოხალული დაჭრილი თხილის გულს/ფქვილს აწარმოებს. პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდაა განკუთვნილი.

Print