რეგიონი
ზუგდიდის პროკურორი ჩხოროწყუს მოსახლეობას შეხვდა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ჩხოროწყუში შეხვედრა გაიმართა, სადაც რაიონული პროკურორი ლევან სალია ადგილობრივებს დანაშაულის პრევენციაზე ესაუბრა. ამასთან, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მათთვის საინტერესო და პრობლემურ თემებზე კითხვები დაესვა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

„გვაქვს უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მათგან იყო ბევრი სამართლებრივი შინაარსის კითხვა. აქტიურად ვისაუბრეთ საგზაო შემთხვევებზე, რომელთაც ადგილი აქვს ამ რაიონში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სამეგრელოს რეგიონში ჩხოროწყუ, დანაშაულის კუთხით, ერთ-ერთი მოწესრიგებული მუნიციპალიტეტია,"- განაცხადა სალიამ.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია რეგიონში პროკურატურის მიმართ ნდობის ამაღლება, ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დანაშაულის პრევენცია.
Print