რეგიონი
ზუგდიდის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის სავარაუდოდ 42 260 ლარის დახარჯავს გეგმავს
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ  ზუგდიდში ორი მუსიკალური ჯგუფი იმღერებს, თითოეული 45 -წუთიანი რეპერტუარით. კონცერტის მონაწილეთა შერჩევა მოხდება პოპ-სოულის ჟანრის სიმღერების შესრულებაში მიღწეული წარმატებებისა და მინიმუმ 15-წლიანი გამოცდილების ნიშნით. ამასთან მუსიკალურ ჯგუფს მინიმუმ ერთი ალბომი მაინც უნდა ჰქონდეს გამოცემული, რისთვისაც ზუგდიდის მერია 7 200 ლარის დახარჯვას აპირებს.

მათ შორის, სცენის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი , ხოლო 152 ცალი ფეიერვერკის შესაძენად  5 060 ლარი დაიხარჯება.

შესყიდვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული ტენდერით გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიის ვინაობა დაახლოებით 3 დღეში გახდება ცნობილი.

კონცერტი 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება. 
Print