პროგრამა "მომავლის თაობის" შემაჯამებელი ღონისძიება ზუგდიდში (ვიდეო)
11:58 / 20.12.2016
ასოციაცია ,,ათინათის" პროგრამა
,,მომავლის თაობის" ფარგლებში, ზუგდიდის
მერიაში
გაიმართა სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება,სადაც პარტნიორმა
სკოლებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული საკლასო პროექტების
პრეზენტაცია. PH-International - საქართველოს ოფისი, სამოქალაქო
განათლების პროგრამის დირექტორის მარინა უშვერიძის თქმით, სასკოლო
პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან მასში ყველა მოსწავლე იღებს
მონაწილეობას.
„მოსწავლეები თუ თავიდან მიეჩვევიან სამოქალაქო აქტიურობას, ისინი
აუცილებლად მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად
ჩამოყალიბდებიან“.
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრმა "მომავლის
თაობის" ფარგლებში. აღნიშნულ პროგრამას საქართველოში ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
ფინანსური მხარდაჭერით PH International ახორციელებს, ხოლო სამეგრელოს
რეგიონში მისი პარტნიორი ორგანიზაციაა ასოციაცია
"ათინათი".
მასალის გამოყენების პირობები