რეგიონი
ზუგდიდის მერია 164 464 ევროს ოდენობით სესხს აიღებს
ზუგდიდის მერი ქალაქის მუნიციპალიტეტის სახელით საქართველოს მუნიციპალური ფონდიდან ნაგავმზიდი მანქანებისა და სანაგვე ურნების შესაძენად სესხს აიღებს, - ამის შესახებ განკარგულება საკრებულომ დღეს მიიღო.

როგორც სხდომაზე ითქვა, სესხი ათწლიანია და მას 1,5 პროცენტიანი განაკვეთის პირობით აიღებენ, საშეღავათო ვადა კი სამი წელია.

განკარგულება მერიას გადაეგზავნება და ის ძალაში ხელმოწერისთანავე შევა.
Print