რეგიონი
ზუგდიდის ტექნოპარკში მეიქათონის გამარჯვებულები დააჯილდოეს
ზუგდიდის ტექნოპარკის პროექტის - „შექმენი შენი ქალაქის საახალწლო ინსტალაცია“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სამდღიან მეიქათონში 8 გუნდი მონაწილეობდა. მათ საახალწლო ინსტალაციები წარმოადგინეს. ისინი სპეციალურმა ჟიურიმ დაასახელა,რომლის შემადგენლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და ამავე სამსახურის თანამშრომელი ლალო ჯანჯღავა შედიოდნენ.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა გუნდებმა ფულადი პრიზები მიიღეს.
Print