რეგიონი
ზუგდიდში საახალწლო კონცერტი გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის კულტურის ცენტრ "ოდიშში" საახალწლო შოუ ჩატარდა. კონცერტში ადგილობრივი მომღერლები და "ნიჭიერის" ნახევარფინალისტები მონაწილეობდნენ.

"ბიბლიოთეკაში ინიციატივა მკითხველების მხრიდან შევიდა, ჩემგან და ჩემი ერთი მეგობრისგან, რომ ასეთი ლამაზი საღამო გამოსულიყო", - აღნიშნა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა "ნიჭიერი 2017"-ის მონაწილე ბექა ლაგვილავამ.

შემსრულებლებმა მაყურებლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებაზე დასწრება უფასო იყო. კონცერტის მთავარი მხარდამჭერი კი ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკაა.

Print