ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში ფოტოგამოფენა გაიმართა (ვიდეო)
17:38 / 28.12.2016
ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ პროექტის
„საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში
განხორციელებული აქტივობების
ამსახველი ფოტოების გამოფენა მოაწყო. დღეიდან უწყებაში მისულ
მოქალაქეებს შეეძლებათ, გამოფენილი სურათების საშუალებით, 2016 წელს
განხორციელებული პროექტების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.
„დღეს, ჩვენ გვქონდა 2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც
მოვიწვიეთ თითეული მონაწილე, ესენი იყვნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები.
წლის განმავლობაში ვიღებდით სამახსოვრო ფოტოებს და წორედ ამ
ფოტოების დაბეჭდვა მოვახდინეთ“, - აღნიშნა ზუგდიდის
რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები მომავალ წელსაც
იგეგმება, რომლის მიზანიც საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება და
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
მასალის გამოყენების პირობები